სოციალური ქსელები

                                                 სოციალური  ქსელები



ტერმინი სოციალური ქსელი არც ისე დიდი ხნისაა. გასული საუკუნის 30–იან წლებში ამერიკელი სოციოლოგები ადამიანებს შორის არსებულ ურთიერთკავშირებს სწავლობდნენ, ასეთ კავშირებს სოციოგრამების, ანუ ერთგვარი დიაგრამების სახით გამოსახავდნენ. ამ გამოსახულებებში ცლკეული პიროვნებები წერტილებით იყვნენ აღნიშნულნი, მათ შორის კავშირები კი ხაზებით. ამ სახით ვიზუალიზებულ ადამიანთა საზოგადოებას, ანუ ურთიერთგადამკვეთ ხაზთა რთულ სისტემას, სოციალური ქსელი დაარქვეს.
დღსედღეობით სოციალური ქსელები ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ისინი კომუნიკაციის დამყარების საუკეთესო საშუალებად ითვლება. მათი საშუალებით მსოფლიოს ერთი ბოლოდან მეორეში ძალიან მარტივად ხდება დაკავშირება. თამამად შეძლება ითქვას რომ სოციალურმა ქსელებმა,ინტერნეტმა, რადიკალურად შეცვალა ადამიანთა ცხოვრება. მარამ შეცვალა სასიკეთოდ თუ საუბედუროდ ეს საკითხი სადაოა და ადამანთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
ტერმინმა – ,,სოციალური ქსელი“ მოგვიანებით სოციოლოგიიდან ინტერნეტში გადაინაცვლა.ინტერნეტში იგი ისეთ ვებგვერდებს ან სერვისებს აღნიშნავს, რომელსაც თვითონ მომხმარებლები ამდიდრებენ. ასეთი საიტები ერთგვარ სოციალურ გარემოს წარმოადგენენ, რომელიც საერთო ინტერესებით დაკავშირებულ მომხმარებლებს ერთმანეთთან ურთიერთობის, ინფორმაციის და გამოსახულებების გაცვლის საშუალებას აძლევს. ბოლო ხანს სოციალური ქსელები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის მაგალითია თუნდაც FACEBOOK, რომლის მომხმარებელმაც 500 მილიონს გადააჭარბა.მისი შემქმნელი კი მარკ ცუკერბერგი, თავის დროზე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელად აქცია.
სოციალური სამყაროს ეპოქაში ადამიანი ინტერნეტ სამყაროს ცენტრში ექცევა. მომხმარებელი თავად ირჩევს როდის და რას უყუროს,რას უსმინოს რა წაიკითხოს. უფრო მეტიც თავად ქმნის იმას, რაც მერე სხვისთვისაც საინტერესო ხდება.



No comments:

Post a Comment