ორთქლის მანქანა

                                                           ორთქლის მანქანა



ბრიტანელი ინჟინრების მიერ შემუშავებულმა ორთქლის ძრავას მქონე ბოლიდმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და გააუმჯობესა მანამდე არსებული მიღწევა – 127,659 მილი საათში (204 კმ/სთ), რომელიც 100 წელზე მეტი ხნის წინ, შტანლეყ შტეამერ-მა უჩვენა. ახალი ორთქლის ბოლიდის საშუალო მაქსიმალურმა სიჩქარემ ორი გარბენის ჯამში 139,843 მლ/სთ (223,748 კმ/სთ) შეადგინა. რეკორდი ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ დააფიქსირა. FIA-ს წესების მიხედვით, რეკორდის დასამყარებლად ავტომობილს ურთიერთსაწინააღმდეგო ორი გარბენი უნდა განეხორციელებინა, ამასთან, მეორე გარბენისთვის საჭირო მოსამზადებელ დროს ერთი საათისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა. ორთქლის მანქანის შემქმნელებმა სპეციალურ საიტზე გამოაქვეყნეს მონაცემები, რომლის თანახმადაც, პირველ გარბენზე მანქანამ 136,103 მლ/სთ (217,7 კმ/სთ), ხოლო მეორე გარბენზე – 151,085 მლ/სთ (241,7 კმ/სთ) განავითარა. ჯამში, მანქანამ 10,4 კმ მანძილი 12-ჯერ დაფარა (4 კმ გარბენისა და დამუხრუჭებისთვის, და კიდევ, დაახლოებით, 2 კმ მაქსიმალური სიჩქარის დასაფიქსირებლად). თანაც, პირველი გარბენისას, მანქანის მომზადებიდან რეკორდის დამყარებამდე 1 საათზე ნაკლები დრო გავიდა. ორთქლის ავტომობილი 12 ქვაბითაა აღჭურვილი, რომლებშიც წყალი ბუნებრივი გაზის წვის საშუალებით თბება. ქვაბებიდან წნევით გამომავალი ორთქლის სიჩქარე 2-ჯერ აჭარბებს ხმის სიჩქარეს. 1 წუთში 40 ლ წყალი ორთქლდება, ხოლო აგრეგატის საერთო სიმძლავრე 360 ცხ.ძ. გახლავთ.
ტომას ნიუკომენი (დ. 28 თებერვალი1663დარტმუტი — გ. 7 აგვისტო1729ლონდონი), ინგლისელი გამომგონებელი, პროფესიით მჭედელი.
1705 წელს მკალავ ჯ. კოულთან ერთად ააგო ორთქლის ტუმბო, რომელშიც ძრავა შეერთებული იყო ტუმბოსთან. ეს გამოგონება ვერ დააპატენტა, რადგან მასზე ადრე, 1698 წელს, ტ. სევერის მიერ დაპატენტებული იყო ორთქლის წყალმიმღები. ნიუკომენი ორთქლის მანქანა არ იყო უნივერსალური ძრავა, მას შეეძლო ემუშავა მხოლოდ როგორც ტუმბოს. ნიუკომენის დამსახურება ის არის, რომ მან პირველმა წამოაყენა ორთქლის გამოყენების იდეა მექანიკური მუშაობის მისაღებად. მის სახელს ატარებს დიდი ბრიტანეთის ტექნიკურ ისტორიკოსთა საზოგადოება.



No comments:

Post a Comment