რობოტი მტვერსასრუტი

                                               რობოტი მტვერსასრუტი






ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი მიღწევა – რობოტი მტვერსასრუტი!მსოფლიო არ ღალატობს თავის განვითარების სწრაფ ტემპს და ყველანაირად ცდილობს ჩვენი ცხოვრება გახადოს უფრო და უფრო კომფორტული. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს რობოტ მტვერსასრუტზე, რომელიც დამეთანხმებით ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს დიასახლისებს. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტიც რომ ასეთი მაღალგანვითარებული ტექნოლოგია უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში.მას შეუძლია შეასრულოს თავისი სამუშაო ხალიჩაზე, პარკეტზე და მეტლახზე. მისი მაქსიმალური მუშაობის ხანგრძლივობა არის 2 საათი. რაც ყველაზე მიმზიდველია ის თავისით პოულობს და ერთდება დამტენზე და დატენვის შემდეგ თავისით აგრძელებს სამუშაოს. დატენვის ხანგრძლივობაა 4-5 საათი. მისი სენსორული აღჭურვილობის საშუალებით მას შეუძლია თავი აარიდოს მოსალოდნელ საფრთხეებს მაგალითად: კიბეებს.

No comments:

Post a Comment