ინტერნეტი

                                                           ინტერნეტი


ინტერნეტი (Internet) — „მსოფლიო-ქსელი“, ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ „ქსელს“ (The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.

შექმნა[რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებულმა თანამგზავრმა, 1958 წელს, ტექნოლოგიური ლიდერობის დასაბრუნებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებს შთააგონა შეექმნა მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტო(Advanced Research Projects Agency), ცნობილი, როგორც ARPA. ARPA -მ, ნახევრად ავტომატური მიწის გარემოს (Semi Automatic Ground Environment (SAGE)) პროგრამის წინსვლისათვის, შექმნა ინფორმაციის გადამუშავების ტექნოლოგიის ოფისი(Information Processing Technology Office), ცნობილი, როგორც IPTO, რომელიც მიერთებული იყო ქვეყნის სარადარო სისტემის ქსელში. J. C. R. Licklider არჩეულ იქნა ITPO-ს მეთაურად.
Licklider 1950 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტში არსებული ფსიქო-აკუსტიკური ლაბორატორიიდან გადავიდა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში(MIT), რის შემდეგადაც ის დაინტერესდა ინფორმაციული ტექნოლოგიებით. 1957 წელს ის გახდა Bolt Beranek and Newman(BBN)-ის ვიცე-პრეზიდენტი. სადაც მან შეიძინა PDP-1 კომპიუტერის პირველი პროდუქცია და გაუძღვა, მრავალ მომხმარებელს შორის რესურსების გამოთვლის განაწილების(Time-Sharing) დემონსტრაციას.
IPTO-ში, Licklider -მა ქსელის განვითარების პროექტის მეთაურობა გადააბარა Lawrence Roberts-ს. ამის შემდეგ რობერტსი დაეყრდნო Paul Baran-ისტექნოლოგის, რომელმაც ამერიკის საჰაერო ძალებისთვის(U.S. Air Force) დაწერა ამომწურავი ინფორმაციის მქონე წიგნი, რომელსაც რეკომენდაციას უწევდაPacket Switching. ხანგრძილი მუშაობის შემდეგ, Menlo Park-შიკალიფორნიაში29 ოქტომბერს1969 წელს, შეერთდა პირველი კვანძი, რომელიც ცნობილია, როგორც ARPANET, კალიფორნიის უნივერსიტეტსა(University of California, Los Angeles(UCLA)) და სტენფორდის კვლევით ინსტიტუტს(SRI International) შორის. ინტერნეტი-ის სურათის შედეგიინტერნეტი-ის სურათის შედეგი

No comments:

Post a Comment