ფოტოაპარატი

                                                 ფოტოაპარატი

ლუის დაგერმა გამოიგონა პირველი ფოტოაპარატი. იგი საფრანგეთის ოპერაში მხატვარი იყო, მაგრამ სურდა ახალი ტიპის სურათი შეექმნა. დაგერმა 1820 წელს დაიწყო ექსპერიმენტები და 12 წლის შემდეგ გამოიგონა ფოტოაპარატი. 1835 წელს მან თავისი იდეა საფრანგეთის მთავრობას მიჰყიდა, ხოლო ამ უკანასკნელმა მსოფლიოში გაავრცელა. დაგერმა თავის პირველ ფოტოსურათებს ,,დაგეროტიპები” უწოდა.1839ლს ცნობილი გახდა ფრანგი მხატვტის ლუი დაგერის გამოგონება, რომელიც გამოსახულების მიღების საშუალებას იძლეოდა ვერცხლის ფირფიტაზე კამერა – ობსკურაში ერთადერთი ეგზემპლიარის სახით. დაგეროტიპები გამოირჩეოდნენ მაღალი ხარისხით და დიდი როლი ითამაშეს ფოტოგრაფიის პოპულარიზაციისთვის. სამწუხაროდ დაგეროტიპული გამოსახულება არ იყო გამძლე, რის გამოც მხოლოდ მცირე რაოდენობამ მოაღწია დღემდე.

საქართველოში დაგეროტიპების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია. მათზე გამოსახული პირების, ისევე როგორც მათი ავტორების ვინაობა უცნობია. 
გაზეთი “კავკაზი” 1846 წ. ახსენებს უცხოელ ვერნერს, რომელიც იღებს პორტრეტებს ერთ წუთში, ასევე გ. გაუპტს და ა. ალექსანდროვსკის, რომლებიც იღებენ პორტრეტებს სრულყოფილად.

No comments:

Post a Comment